ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა მაისურაძე თმოგვის, ბეჟანიშვილისა და ილურიძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
პარტია „ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა მაისურაძე თმოგვის, ბეჟანიშვილისა და ილურიძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.
"თმოგვის ქუჩაზე დაზიანებული გზის საფარის პრობლემაა, სადაც საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, მოძველებული ქსელებია შესაცვლელი. წყალსადენისა და წყალარინების ცენტრალური ქსელის შეცვლის მოთხოვნას აუცილებლად გადავცემთ კომპანია GWP-ს. ასევე, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გზის რეაბილიტაციის საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება ილურიძის მე-3 შესახვევში. აღნიშნული პრობლემა გადავეცით რაიონულ გამგეობას და ვიმედოვნებ, სამომავლოდ ადგილობრივების ეს მოთხოვნაც დაკმაყოფილდება“, - განაცხადა შალვა მაისურაძემ.
თვითმმართველობის არჩევნებში ნაძალადევის რაიონში მმართველი გუნდიდან მაჟორიტარობის ოთხი კანდიდატი იღებს მონაწილეობას.
თაგები:
შალვა მაისურაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


