Logo

“ნამდვილად ისტორიული შანსია, საქართველო გავიდეს პოლიტიკური კულტურის ახლა ეტაპზე”

საზოგადოება
1506
Frontnews image description

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიცია მზად არის მაქსიმალური კომპრომისისთვის, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ კონსესუსი შედგეს. 

თუმცა, მისივე განმარტებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობა უფრო დიდია და ტოლობის დასმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არ შეიძლება.

"არ გადავაჭარბებთ ალბათ, თუ ვიტყვით, რომ ნამდვილად ისტორიული შანსია, ისტორიული შესაძლებლობაა, საქართველო გავიდეს პოლიტიკური კულტურის ახლა ეტაპზე. ჩვენი ისტორია დახუნძლულია იმით, რომ ჩვენ ერთმანეთთან დაპირისპირებაში პრინციპულები ვართ, ნაკლები ტრადიცია გაქვს ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადადგმის, კომპრომისების, ამიტომ ძალიან ვისურვებდი, დღევანდელი დღე იყოს ამის საფუძველი, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გადაწყვეტილება მიიღოს არა თავისი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ იმ დაკვეთიდან, რაც არის საზოგადოებაში, რომ ქვეყანას სჭირდება შეთანხმება. ეს არის მთავარი გზავნილი. საზოგადოების დაკვეთაა, რომ მთავარი იდეა გახდეს კონკურენცია საქმის კეთებაში და არა პოლიტიკურ დაპირისპირებაში", – განაცხადა მანჯგალაძემ.

თაგები:

Advertisement