“ნამდვილად ვაპირებთ შესვლას ნიკა მელიასთან, ოღონდ არა იმის გამო, რომ გირაოზე თანხმობის დოკუმენტს მოაწეროს ხელი”


ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია დაპატიმრებული ხელისუფლებას ჰყავს, თუმცა მათ პოლიტიკური ტყვეობიდან მისი გათავისუფლება მაინც მოუწევთ.
"სამშაბათს ნამდვილად ვაპირებთ შესვლას ნიკა მელიასთან, ოღონდ არა იმის გამო, რომ გირაოზე თანხმობის დოკუმენტს მოაწეროს ხელი. მსგავსი პროცედურა გირაოზე დათანხმების არც ადრე არსებობდა, არ ახლა არსებობს და არც მომავალში იარსებებს. ეს არის უბრალოდ მორიგი ვიზიტი.
ნიკა მელია დააპატიმრა ხელსუფლებამ, შესაბამისად, ხელისუფლების ხელშია იმ საკნის გასაღები, რომელშიც არის ნიკა მელია დაპატიმრებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას არ სურს ნიკა მელიას გათავისუფლება, მას მაინც მოუწევს ამ ნაბიჯის გადადგმა. იძულებული გახდება, უახლოეს მომავალში ნიკა მელია გაათავისუფლოს პოლიტიკური ტყვეობიდან"-აცხადებს საძაგლიშვილი.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს