Logo

ნანა კაკაბაძე – წადით, მოშორდით მაქედან და დაინახავთ, ქართველი ხალხი რა მარტივად დაასრულებს “ოცნებას”

პოლიტიკა
1103
Frontnews image description

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

 

“დედა რა უთქვამს მელიას ხელს ვაწერ, კუდა გრძელიაო! 

 

ხელს რატომ არ აწერდით ნაცები იცით? იმიტომ რომ ზუსტად იცოდით,43%-იან ანტიკონსტიტუციური დათქმა კი არა, 50%- ანიც რომ ყოფილიყო, მაინც გაიმარჯვებდა ოცნება ნაცებზე და “გაფარჩაკდებოდით” სამუდამოდ. 

 

მას მერე, რაც დარწმუნდით, რომ ხელისუფლებაში ღირსებამ გაიღვიძა, უარი თქვეს ანტიკონსტიტუციურ დათქმაზე და ამას აღარასოდეს დაუბრუნდებიან, გამოხტით და დაიძახეთ  ხელს ვაწერთო. 

 

ეხლა რამდენჯერაც გინდათ იმდენჯერ  მოაწერეთ ხელი, რამდენიც ხართ იმდენზე გადაამრავლეთ და ძილის წინ იკითხეთ სათითაოდ.

 

პ. ს. ისე, თუ თქვენ მართლა გინდათ, რომ “ქართული ოცნება” ხალხმა ჩამოაშოროს ხელისუფლებას, შარლ მიშელის დოკუმენტი კი არ არის მაგისთვის საჭირო, არამედ თქვენი პოლიტიკიდან წასვლაა აუცილებელი. წადით, მოშორდით მაქედან და დაინახავთ, ქართველი ხალხი რა მარტივად დაასრულებს “ოცნებას”, მაგრამ სანამ თქვენ ხართ პოლიტიკაში, დაიმახსოვრეთ, “ქართული ოცნება” ზუსტად იმდენ ხანს იქნება ხელისუფლებაში. ამ ქვეყნისათვის ოცნება კი არ არის პრობლემა, არამედ თქვენ ხართ და თქვენს წინააღმდეგ ჭირდება ხალხს ოცნებააა!  გასაგებია? ესაა ქართველი ხალხის ხმა, რომელიც თქვენ არ გესმით და არც გინდათ გაიგოთ!”, – წერს კაკაბაძე.

Advertisement