“ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია, შესაბამისად ჩვენს ვარაუდს, რომ უფრო მეტი მასა დაიძრება, საფუძველი აქვს”

ავტორი
Front News საქართველო
გეოლოგი თეა გოდოლაძე ვაშლიჯვრის მეწყრის ტანზე გეოდეზიური აზომვების პირველად შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ნაპრალის მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია.
გეოლოგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ, შესაძლოა, გამართლდეს მათი ვარაუდი და მოძრაობაში მოვიდეს ბევრად დიდი მასა.
"მეწყრის ტანზე გეოდეზიური აზომვების პირველადი შედეგები. შედეგის ტრენდი შესაბამისობაში მოდის აეროფოტო მონიტორინგთან, რომელსააც ასევე ვაწარმოებთ. შედეგების ანალიზი ემთხვევა ასევე ჩვენს მიერ ელექტროძიებით მიღებულ პროფილებს.
დასკვნა: ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია. შესაბამისად ჩვენს ვარაუდს, რომ უფრო მეტი მასა დაიძრება, საფუძველი აქვს. ვაგრძელებთ მონიტორინგს, რათა პირველადი შედეგები დავაზუსტოთ.
(გეოდეზიური აზომვა ყოველდღე, აეროფოტო 3 დღეში ერთელ, სიჩქარე მოცემულია სანტიმეტრებში). როგორც ხედავთ, შესაძლოა, მთელი სხეულია დინამიკაში (მოძრაობს)", – წერს თეა გოდოლაძე.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


