Logo

ნარკოდანაშაულის ბრალდებით იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

სამართალი
270
Frontnews image description

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის - ლ.ჩ.-ს პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები