ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს.
“განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1993 წელს დაბადებული ა.მ., 1985 წელს დაბადებული ს.ტ. და 1987 წელს დაბადებული, მ.ლ.
დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სამართალდამცველებმა ა.მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, 125 შეკვრად დაფასოებული – 1 კილო და 352 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის” შემცველი ნივთიერება ნივთმტკიცებადაა ამოღებული. ს.ტ.-სგან კი 50 გრამამდე ოდენობის ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს, ხოლო, რაც შეეხება დაკავებულ მ.ლ.-ს პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას, ერთ შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.
თაგები:
ნარკოდანაშაული

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს