Logo

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

სამართალი
363
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე 1980 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე ა.ს. თბილისში დააკავეს. 

დანაშაული თავისუფლების 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ა.ს.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად,ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს 20 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება, დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან კი ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი დიდი ოდენობით ფხვიერი და კრისტალური მასა, ასევე, ელექტრო სასწორი. 

პოლიციამ ა.ს. ბრალდებულის სახით დააკავა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement