Logo

ნატახტარში ქართული ლუდი „რკონის“  ახალი საწარმო აშენდა - მხარდამჭერი "საქართველოს ბანკია"

ბიზნესი-ეკონომიკა
26
Frontnews image description

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის პარტნიორმა კომპანია “ველი ნატახტარმა”, მცხეთის მუნიციპალიტეტ, სოფელ ნატახტარში, ახალი ქართული ლუდის “რკონის” საწარმო ააშენა. პროექტი საქართველოში ლუდის წარმოების ახალი კულტურის დამკვიდრებას და რეგიონში თანამედროვე სტანდარტების საწარმოს შექმნას ისახავს მიზნად. 

პროექტის ჯამური ღირებულება 7 მლნ ლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 5.4 მლნ.ლარია. აღნიშნული ინვესტიცია საწარმოს ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მისი დანადგარებით აღჭურვას მოხმარდა. 

ახალი საწარმო მცხეთის მუნიციპალიტეტში, 4,500 კვ.მ -ზე აშენდა და ის აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით. პროექტი გერმანელი ტექნოლოგების ჩართულობითა და კონსულტაციით განხორციელდა, რაც  ქართულ ბაზარზე საუკეთესო პრაქტიკებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას გულისხმობს. ამჟამად კომპანია ერთი სახეობის - ბავარიული ჰელესის ტიპის ლუდს აწარმოებს, თუმცა სამომავლოდ ახალი სახეობების დამატებას გეგმავს. 

კომპანია „ველი ნატახტარი“ „ბიარ ჯორჯიას“ შვილობილი კომპანიაა. ის უკვე ორი ათწლეულია წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს ევროპული ხარისხის ლუდის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. 20 წლის განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე გადავწყვიტეთ ახალი ეტაპის დაწყება - შევქმნათ ქართული ლუდის ახალი ისტორია ბრენდ „რკონით“. ჩვენი მიზანია ლუდის მოყვარულებისთვის უმაღლესი ხარისხის, გამორჩეული გემოს მქონე ლუდის წარმოება და ამ სტანდარტის მუდმივი შენარჩუნება. გვინდა, რომ „რკონი“ იქცეს არა მხოლოდ ლუდის მოყვარულთა საყვარელ ბრენდად, არამედ, გამორჩეულად ქართულ ბრენდად. საქართველოს ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა 2023 წელს დაიწყო და ეს გახლავთ ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ბიზნესმა და ფინანსურმა ინსტიტუტმა ერთად განახორციელოს ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ინიციატივა. ამჯერად, საწარმოს თვიური წარმადობა 100 ტონას შეადგენს, ჩვენი მიზანია ეტაპობრივად გავზარდოთ მოცულობა, გავძლიერდეთ როგორც ადგილობრივად, ასევე ავითვისოთ საერთაშორისო ბაზრები“, - განაცხადა დავით კურდღელაშვილმა, „ველი ნატახტარის“ დირექტორმა. 


Advertisement