Logo

ნათია გოგსაძე – მე არ ვარ ერთადერთი, ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით აუტისტური სპექტრის მქონე სხვა მოზარდების მშობლებსაც ურეკავენ

საზოგადოება
501
Frontnews image description

“მთავარი არხის” ჟურნალისტი ნათია გოგსაძე აცხადებს, რომ მისი შვილი, რომელიც შშმ პირია, ჯარში გაიწვიეს, ხოლო იმის გამო,  რომ  მოზარდის სტატუსის შესახებ დოკუმენტების შეგროვება, სირთულეებთან არის დაკავშირებული, საქმე სასამართლოს  გადაეცა.

 

“როდესაც ჩემი შვილი გახდა 18 წლის, ჩემს მეუღლეს დაურეკეს და უთხრეს, რომ ლევანი უნდა წავიდეს ჯარში. ჩემმა მეუღლემ აუხსნა მდგომარეობის შესახებ, მათ უთხრეს, რომ უნდა წარმოგვედგინა სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის აღებაც ხდება 18 წლის შემდეგ ხელახლა და არის ძალიან რთული პროცესი. 

 

მე არ ვარ ერთადერთი, 18 წლის ჩემი შვილის მეგობრებიც გახდნენ და მათაც დაურეკეს ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით. ერთ-ერთმა მშობელმა კომისარიატში მიიყვანა შვილი, რადგან სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის აღება მალე ვერ ხერხდება, როდესაც ბავშვი დაინახეს, მიხვდნენ, რომ ვერ წაიყვანდნენ.

 

დღეს ჩვენც ვფიქრობდით, ხომ არ წაგვეყვანა ლევანიკო პროცესზე, მაგრამ ვერ გავწირავ ამ სტრესისთვის ჩემ შვილს.

 

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, პირველი სხდომა გადაიდო იმიტომ, რომ ლევან გაფრინდაშვილი არ გამოცხადდა. დღევანდელ სხდომაზე იმყოფებოდნენ ჩემი მეუღლე და ჩემი ძმა, რომელიც არის კვალიფიციური იურისტი, მეგონა, რომ ისინი შეძლებდნენ უფლებების დაცვას, მაგრამ მოსამართლემ მამას უთხრა, რომ მას მეურვის სტატუსი არ აქვს. ახლა მე ჯერ კიდევ ვარ პროცესში, როდესაც ველოდები დოკუმენტებს მეურვის სტატუსის მონიჭებისთვის. 

 

შშმ პირის სტატუსი რომ გაქვს და ეს ყოველდღე გახსენებს შენ მდგომარეობას, რაც დრო გადის, ეს ვითარება უფრო მძიმდება სამწუხაროდ, და ყოველდღიურად სახელმწიფო უწყეები ამის წინაშე გვაყენებენ, გახსენებენ, რა მდგომარეობაში ხარ. 18 წლის ზემოთ აუტისტებისთვის ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდება, ახლა ჩვენ ვიბრძვით, რომ ახალი სივრცე შევქმნათ ამ ბავშვებისთვის და ამ დრომდე ვიბრძვი იმისთვის, რომ მქონდეს უფლება, ჩემ შვილზე ვიზრუნო.

 

მინდა გავაგონო ყველას, სახელმწიფოს სისტემას,  იმ მშობლებს, რომლებსაც ჰყავთ აუტისტი შვილები და არა მარტო, რომ ამ  სახელმწიფოს ვალია,  იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და განსაკუთრებულად კი უნდა იზრუნოს მათზე,  ვისაც საკუთარ თავზე ზრუნვა არ შეუძლია. ის რაც ხდება ჩემს ირგვლივ, წარმოუდგენელი აბსურდია“,- განაცხადა გოგსაძემ „მთავარ აქცენტებში“.

 

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები