ნათია თურნავა – აქ საუბარია არა დახმარებაზე, არამედ საგარეო ვალის გაზრდაზე, ეს არის სესხი


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვაქვს შიდა რესურსი, რომელიც შეგვიძლია ბევრ პროგრამას და კარგ საქმეს მოვახმაროთ და საგარეო ვალი, რომელიც ისედაც გაგვეზარდა, პანდემიის გამო აღარ უნდა გავზარდოთ, – ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ევროკავშირისგან დახმარების მიღების საკითხს შეეხებოდა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, თუკი საკუთარი რესურსი გვაქვს, არ არის საჭიროება, რომ გავზარდოთ სესხი.
“ვწუხვარ, რომ უფრო მეტად ეკონომიკურმა საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა. საკითხი დგას მარტივად – დღეს ჩვენ ვსაუბრობდით, რამდენად მაღალია ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენის ტემპი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ეკონომიკამ 1 მლრდ ლარი დამატებით გამოიმუშავა. ჩვენ გვაქვს შიდა რესურსი, რომელიც შეგვიძლია ბევრ პროგრამას და კარგ საქმეს მოვახმაროთ და საგარეო ვალი, რომელიც ისედაც გაგვეზარდა, პანდემიის გამო აღარ უნდა გავზარდოთ. აქ საუბარია არა დახმარებაზე, არამედ საგარეო ვალის გაზრდაზე. ეს არის სესხი, შესაბამისად, თუკი საკუთარი რესურსი გვაქვს, არ არის საჭიროება, რომ გავზარდოთ სესხი, ეს არის მოცემულობა,“ – განაცხადა თურნავამ.
თაგები:
ნათია თურნავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს