ნათია თურნავა და ეკატერინე გალდავა ყაზახეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდნენ


ავტორი
Front News საქართველო
International Monetary Fund-ისა და World Bank-ის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა ყაზახეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ტიმურ სულეიმენოვს შეხვდნენ.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საბანკო და საფინანსო სისტემების მდგრადობასა და სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხაზი გაესვა შუა დერეფნის ქვეყნებს შორის ფინანსური კავშირების განვითარების მნიშვნელობას.
თავის მხრივ, ყაზახეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ტიმურ სულეიმენოვმა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან უფრო პროდუქტიული და ეფექტური პარტნიორობის მზადყოფნა გამოთქვა.
თაგები:
ნათია თურნავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს