ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო გემებსა და თვითმფრინავებს გზავნის


ავტორი
Front News საქართველო
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებით, მოკავშირეებს შეიარაღებული ძალები მზადყოფნის რეჟიმში გადაჰყავთ და აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო გემებს, ასევე თვითმფრინავებს გზავნიან შეკავების, თავდაცვის გასაძლიერებლად, უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის ფონზე.
ალიანსის განცხადების მიხედვით, დანია ფრეგატს გზავნის ბალტიის ზღვაში და ოთხ „F-16“ტიპის გამანადგურებელს ლიეტუვაში, ესპანეთი ნატო-ს საზღვაო ძალებისთვის გემის გადაცემას გეგმავს და ბულგარეთში გამანადგურებლების გაგზავნას განიხილავს. საფრანგეთმა რუმინეთში შეიარაღებული ძალების გაგზავნის მზადყოფნა გამოთქვა, ნიდერლანდები აპრილის თვეში ორ „F-35“ ტიპის გამანადგურებლებს გაგზავნის ბულგარეთში, ამასთან, მზადყოფნის რეჟიმში გადაჰყავს სამხედრო გემები და შეიარაღებული ძალები.
ალიანსის აღმოსავლეთ რეგიონში სამხედრო ყოფნის გაფართოებას განიხილავს ამერიკის შეერთებული შტატებიც.
თაგები:
ნატო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა