Logo

ნატოს შემდეგი სამიტი 2026 წლის ივლისში თურქეთში გაიმართება

მსოფლიო
124
Frontnews image description

ნატოს შემდეგი სამიტი 2026 წლის 7-8 ივლისს თურქეთში გაიმართება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ სამშაბათს, 19 აგვისტოს, განაცხადა, რომ სამიტი 2026 წლის 7 და 8 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ბეშტეპეს საპრეზიდენტო კომპლექსში ჩატარდება.

"მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთს ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის მასპინძლობისთვის. თურქეთი 70 წელზე მეტია, ნატოს ძლიერი მოკავშირეა და ფასდაუდებელ წვლილს შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში“, - განაცხადა რუტემ.

თურქეთი ნატოს სამიტს მეორედ უმასპინძლებს. პირველი თურქული სამიტი 2004 წელს სტამბოლში გაიმართა.

ნატოს ლიდერების წინა სამიტი 24-25 ივნისს ჰააგაში (ნიდერლანდები) გაიმართა. ეს იყო პირველი სამიტი, რომელსაც ნატოს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტე თავმჯდომარეობდა.

თაგები:

მარკ რუტე
Advertisement