Logo

“ნაციონალური მოძრაობა” დევნილებისთვის ოკუპირებულ რეგიონებში დატოვებული ქონებების დარეგისტრირებას ითხოვს

საზოგადოება
788
Frontnews image description

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დევნილებისთვის იმ ქონებების დარეგისტრირებას ითხოვს, რომლებიც მათ ოკუპირებულ რეგიონებში დატოვეს.

"ეს არის კიდევ ერთი მკაფიო და ნათელი მაგალითი, ხელისუფლების დამოკიდებულებისა და ხელისუფლების პოლიტიკისა ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ, ვინაიდან, ერთადერთი სახელმწიფო, რომლის ინტერესებშიც არ შედიოდა ამ პროექტის რეალიზება, იყო და არის რუსეთი. პროექტი 2006 წელს დაიწყო და ითვალისწინებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების, წინასწარი რეგისტრაციის ცნობების გაცემას, შესაბამისი ბაზების შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ნორმატიული აქტები წარსულში გამოცემულია, დღემდე ხელისუფლებას, კერძოდ კი იუსტიციის სამინისტროს არცერთი ცნობა არ გაუცია", – განაცხადა ენმ-ის წევრმა მანუჩარ ახალაიამ. 

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, იუსტიციის სამინისტროსთან, გამაფრთხილებელი აქციაც გაიმართება.

თაგები:

Advertisement