“ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ სამართალდამცველები არიან მობილიზებული


ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მიმდებარედ, შსს-ს განსაკუთრებულ დეპარტამენტის ეზოს ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
"ფორმულას" ინფორმაციით, ყვითელ ავტობუსებში განთავსებული არიან სპეცრაზმელები, სპეციალური აღჭურვილობით, ფარებითა და ხელკეტებით.
უცნობია, რას უკავშირდება სპეცრაზმის მობილიზება.
შსს ეს ბაზა ახლოს არის ენმ-ის მთავარ ოფისთან, სადაც ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილი.
პარალელურად, მიმდინარეობს ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის სასამართლო სხდომა. მელიას მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ პოლიციას მელიას დაპატიმრების უფლებას არ მისცემენ და მას, თუ საჭიროა, ფიზიკურადაც დაიცავენ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს