Logo

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ლიეტუვის ელჩი იმყოფება

საზოგადოება
282
Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ლიეტუვის ელჩი მივიდა. მას სალომე სამადაშვილი დახვდა და მასთან ერთად შენობაში შევიდა. 

სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქვეყანაში პოლიტიკური დიქტატურის დამყარების გზას დაადგა და ამის შესაძლებლობას მათ არ მისცემენ სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნები.

„სწორედ ამას ნიშნავს ლიტვის ელჩის მოსვლა. ის მოდის და აპირებს, იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვამდე, პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს მხოლოდ ის, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიტიკური დევნა ნიკა მელიას წინააღმდეგ, გათავისუფლდეს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, ამის შემდგე შეიძლება გავაგრძელოთ მოლაპარაკებები და მივაღწიოთ შეთანხმებას ვადამდელ არჩევნებზე. დროა, ეს გააცნობიეროს ხელისუფლებამ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ელჩმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ახლა მიმდინარე პროცესებს სოლიდარობას უცხადებს და ლიეტუვა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. 

თაგები:

Advertisement