Logo

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრს პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს

საზოგადოება
512
Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ პარლამენტის შენობის წინ კარავი მიიტანა და მისი გაშლა რამდენჯერმე სცადა, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

"ამ მთავრობას აქვს კარვების ჰობია და ეს უნდა დამთავრდეს. კარავი არის კანონიერი და კარვის გაშლის უფლება გვაქვს. კანონში წერია, რა შეიძლება და რა არ შეიძლება. მე ვიცავ კანონს. ეს არის ერთი კაცის ერთი პროტესტი, სადაც ვაპროტესტებ პოლიციის მიერ უკანონო შეზღუდვებს. ეს არის კარვის დაშლის ხელშეშლა. ამის უფლება მათ არ აქვთ. ისინი მიიღებენ სამართლებრივ დავას. ორშაბათს დილას სასამართლოში შევა სარჩელი, სადაც ჩემი უფლების დარღვევა იქნება დაფიქსირებული. მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, რომ რეაქცია ჰქონდეს ამ უკანონობაზე. ცივი წყალი მოგინატეთ, რომ დალიოთ. გავრილოვის ხსენება ძალიან გწყენთ ეტყობა“, – მიმართა მან პოლიციელებს.

როგორც თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე სერგი ბზიშვილმა განმარტა, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით ხვალ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ღონისძიებები, რის გამოც, გიორგი ჩალაძეს შესთავაზეს, ალტერნატიულ ადგილას გაეშალა კარავი.

„ხვალ არის კონსტიტუციის დღე. გარკვეული ღონისძიებები იგეგმება პარლამენტის ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, ვთხოვეთ, ალტერნატიული ადგილი მივუთითეთ გაშალონ სკოლის ტერიტორიაზე ან მოსწავლე ახალგაზრდობის ტერიტორიაზე. ჩვენ არ ვუზღუდავთ ამ უფლებას. შეუძლიათ, გაშალონ, მაგრამ ვინაიდან საფრთხე არსებობს, რომ აღარ აიღებენ ამ კარვებს და შეიძლება, დაემატოს, ვთხოვეთ ალტერნატიულ ადგილად გაშალონ კარვები“, – განაცხადა სერგი ბზიშვილმა.

თაგები:

Advertisement