"ნაციონალურმა მოძრაობამ" და "კოალიცია ცვლილებისთვის" საარჩევნო ნომრები დაკარგეს


ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალურმა მოძრაობამ" და "კოალიცია ცვლილებისთვის" საარჩევნო ნომრები დაკარგეს, - ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
კალანდარიშვილის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 17-მა პარტიამ შეიტანა განაცხადი, ხოლო 5 საარჩევნო სუბიექტს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, ის ნომრები მიენიჭათ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდათ.
"ხუთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომლებმაც ვადებში მოგვმართეს, მათ პირდაპირ მიეკუთვნებათ ის რიგითი ნომრები, რომლითაც გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ. 12 სუბიექტის შემთხვევაში განხორციელდება წილის ყრა, კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს პირველი ნომრიდან, 12 თავისუფალი ნომერი.
ორმა სუბიექტმა, რომლებმაც მოგვმართა ჩვენ რიგითი ნომრების გამოყენების თაობაზე, მაგრამ არ მოუმართავთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მათი ნომრები 4 [„კოალიცია ცვლილებისთვის“] და 5 [„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“] წილისყრაში იქნება გათამაშებული“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ასევე, წილისყრის მიხედვით საარჩევნო ნომერი 4 პარტია „ქართველ ერთობას“, ხოლო საარჩევნო ნომერი 5 - პარტიას „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ ერგო.
თაგები:
"ნაციონალური მოძრაობა"

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს