
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდში, იუსტიციის სახლთან 9 აპრილის საინფორმაციო აქცია გამართა.
“ბიძინა ივანიშვილის ეშინია ერთადერთი რამის და ეს ხართ თქვენ, ხალხის ეშინია ბიძინა ივანიშვილს, მას ეშინია თქვენი, მას ეშინია პროტესტის, მას ეშინია, როდესაც ხალხი არის ქუჩაში და იცავს საკუთარ ევროპულ მომავალს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი თქვენგანი არ შეეგუებით მონობას, ამ ქვეყნის გარუსებას და ვის თუ არა თქვენ ყველაზე კარგად გესმით ოკუპაციის მძიმე ფასი და ხვედრი, აქედან რამდენიმე კილომეტრში დგას ტერორისტი რუსეთის, ტერორისტი პუტინის ოკუპანტები”, – განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობა” 9 აპრილს, 17 საათზე, თბილისში, პარლამენტთან აქციას – “ერთად ევროპაში” გამართავს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს