Logo

“ნაცმოძრაობის“ დეპუტატი კოვიდზე მიღებული დადებითი პასუხის მიუხედავად ბაკურიანში გაემგზავრა

საზოგადოება
751
Frontnews image description

ქობულეთში იზოლაციის წესების დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა – “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი დავით ოქროპირიძე ბაკურიანში გაემგზავრა.

 

ვირუსზე მიღებული დადებითი პასუხის მიუხედავად, დეპუტატი სამთო კურორტზე სამგზავრო მიკროავტობუსით გაემგზავრა. ინფორმაცია ცნობილი გახდა შსს-სთვის, რის გამოც მიკროავტობუსი ამ დროისათვის რიკოთის უღელტეხილზეა გაჩერებული.

 

ამ ეტაპზე ადგილზე სპეცმანქანას ელოდებიან, რითაც ინფიცირებულს შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ. მომხდარმა სამარშრუტო ტაქსის მგზავრებში ვნებათაღელვა გამოიწვია.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები