Logo

ნავალნის პრესმდივანი – ჩვენ ჯერ არ გვაქვს ამის არანაირი დადასტურება, ადვოკატი ახლა მიფრინავს

მსოფლიო
603
Frontnews image description

რუსი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის გუნდს მისი გარდაცვალება ჯერ არ დაუდასტურებია. ისინი აღნიშნავენ, რომ მტკიცებულება არ არსებობს.

 

“ჩვენ ჯერ არ გვაქვს ამის არანაირი დადასტურება. ალექსეის ადვოკატი ახლა მიფრინავს. როგორც კი რაიმე ინფორმაცია გვექნება, შეგატყობინებთ”, – წერს ნავალნის პრესმდივანი.

 

ნავალნის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა პოლიტიკოსის ოჯახის გადაწყვეტილების გათვალისწინებით რუსულ მედიასთან ინფორმაციის კომენტირებაზე უარი თქვა.

 

დღეს, 16 თებერვალს რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის დეპარტამენტმა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის გარდაიცვალა გამოსასწორებელ კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა.

Advertisement