NDI-ის კვლევის მიხედვით, თბილისის მერის საქმიანობას გამოკითხულთა 39% დადებითად აფასებს


ავტორი
Front News საქართველო
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, თბილისის მერის საქმიანობას გამოკითხულთა (მხოლოდ თბილისში) 39% დადებითად აფასებს, 29% – საშუალოდ, 25% – ცუდად, 5%-მა არ იცის, 2%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
რაც შეეხება დედაქალაქის საკრებულოს, მის საქმიანობას გამოკითხულთა 17% აფასებს დადებითად, 29% საშუალოდ, ასევე 29% ცუდად, 23%-მა არ იცის, 2%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
თაგები:
კვლევა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს