ნედ პრაისი – აშშ გმობს რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების ორგანიზებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიებზე მათი თანხმობის გარეშე


ავტორი
Front News საქართველო
ვგმობთ რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების ორგანიზებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიებზე მათი თანხმობის გარეშე, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი Twitter-ზე წერს.
ნედ პრაისის განცხადებით, აშშ სინანულს გამოთქვამს რუსეთის რეპრესიულ ქმედებებზე.
“ამერიკის შეერთებული შტატები სინანულს გამოთქვამს, რუსეთის იმ რეპრესიულ ქმედებების გამო, რომელმაც შეაფერხა დუმის არჩევნების თავისუფლება, სამართლიანობა და სანდოობა და ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების ორგანიზებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიებზე მათი თანხმობის გარეშე”, – წერს ნედ პრაისი.
თაგები:
ნედ პრაისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს