Logo

ნეთანიაჰუ - ისრაელისა და აშშ-ის ომი ირანის წინააღმდეგ ჯერ არ დასრულებულა

მსოფლიო
139
Frontnews image description

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანში "ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა“.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ერთობლივმა ომმა "ბევრ რამეს მიაღწია, მაგრამ ის ჯერ არ დასრულებულა".

კერძოდ, ირანმა არ თქვა უარი გამდიდრებულ ურანზე, არ დაშალა თავისი ბირთვული ობიექტები, არ შეწყვიტა თავისი "რეგიონალური მარიონეტების“ მხარდაჭერა და არც დათანხმდა რაიმე შეზღუდვას თავისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე.

როდესაც ნეთანიაჰუს ჰკითხეს, თუ რა არის გასაკეთებელი გამდიდრებული ურანის შემთხვევაში, რაც მოლაპარაკებების მთავარ საკითხად რჩება, მან უპასუხა, რომ მისი ფიზიკურად გატანა შესაძლებელია ირანიდან. თუმცა, მან უარი თქვა გამდიდრებული ურანის გატანის ვადების დასახელებაზე და მას "უაღრესად მნიშვნელოვანი მისია" უწოდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები