Netflix-ის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის პირველი სასამართლო პროცესი რამდენიმე საათში გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
Netflix-ის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის პირველი სასამართლო პროცესი რამდენიმე საათში გაიმართება, – ინფორმაციას იურიდიული კომპანია ავრცელებს, რომელიც ქართველი მოჭადრაკის ინტერესებს იცავს.
“იურიდიული ფირმა BLB დაინტერესებულ პირებს გაცნობებთ, რომ „Netflix“-ის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა ამერიკის შეერთებულ შტატებში 24 იანვარს, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე გაიმართება (საქართველოს დროით 25 იანვარს, 02:00 საათზე). საქმეს კალიფორნიის შტატის ცენტრალური ოლქის საოლქო სასამართლოს მოსამართლე – ვირჯინია ა. ფილიპსი განიხილავს.
“ნონა გაფრინდაშვილის ქართველი და ამერიკელი იურისტების გუნდი მოუთმენლად ველით მოსამართლის გადაწყვეტილებას საქმის წარმოების გაგრძელების შესახებ. სასამართლოსგან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მოსამართლე ვირჯინია ა. ფილიპსი გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის გარეშე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ნონა გაფრინდაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს