Logo

ნიკა ჩიტაძე - ამერიკამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სახმელეთო ოპერაციები მეტად გაართულებს ვითარებას და ირანი არ არის ერაყი

პოლიტიკა
229
Frontnews image description

ამერიკამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სახმელეთო ოპერაციები მეტად გაართულებს ვითარებას და ირანი არ არის ერაყი, - ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახმელეთო ოპერაციას საჰაერო თავდასხმა სჯობს ირანის ხელმძღვანელ პირებზე.

"მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ფლობენ მნიშვნელოვან სამხედრო უპირატესობას - ირანის ანტისაჰაერო და ანტისარაკეტო სისტემების 60%-ზე მეტი არის განადგურებული, ასევე ბალისტიკური რაკეტების 60%-ზე მეტი არის განადგურებული და ირანის 40-ზე მეტი ოფიციალური პირები არიან ლიკვიდირებული, მიუხედავად ამისა, არსებობს საფრთხე, რომ კონფლიქტი უფრო მეტად გაგრძელდეს, ყოველ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გაითვალისწინოს, თუნდაც ერაყისა და ავღანეთის მაგალითი.

ჩვენ გვახსოვს, რომ 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ ამერიკამ ბრიტანეთთან ერთად დაახლოებით თვე-ნახევარში თალიბანის რეჟიმი დაამხო, მაგრამ 20 20 წელი მოუწია ამერიკას იქ დარჩენა. აქედან გამომდინარე, ამერიკამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სახმელეთო ოპერაციები მეტად გაართულებს ვითარებას და ირანი არ არის ერაყი. ადამიანის სიკვდილი როგორ უნდა გაგიხარდეს, მაგრამ ფიზიკური ლიკვიდაცია უნდა მოხდეს ყველა იმ ადამიანის, ვინც არის დღეს ირანის პოლიტიკური ელიტა. რეჟიმი უნდა დაემხოს, ოღონდ საჰაერო დარტყმების შედეგად", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ძლიერი დარტყმები განახორციელეს, რის შედეგადაც ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი მოკლეს. შურისძიების მიზნით, ირანის არმიამ ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაზე თავდასხმები განახორციელა, მათ შორის იყვნენ ქუვეითი, საუდის არაბეთი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანია და აზერბაიჯანი. ასევე დარტყმა მიაყენეს კვიპროსში მდებარე ბრიტანულ სამხედრო ბაზას.

5 მარტს, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომის შემდეგ ეტაპზე გადადის. კერძოდ, ისრაელის არმია გააძლიერებს საჰაერო დარტყმებს მიწისქვეშა საწყობებზე, სადაც თეირანი ბალისტიკურ რაკეტებს მალავს.

6 მარტს, დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანს უზიარებს ინფორმაციას აშშ-ის სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ.

7 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 8 მარტის ღამეს ირანი შეერთებული შტატებისა და ისრაელისგან ძალიან სერიოზულ დარტყმას მიიღებს.

საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები