Logo

ნიკა ჩიტაძე - ასე ვერც სასკოლო და ვერც უმაღლესი განათლების სისტემა ვერ იმუშავებს, მიზანი არ არის განათლების რეფორმა

პოლიტიკა
309
Frontnews image description

ასე ვერც სასკოლო და ვერც უმაღლესი განათლების სისტემა ვერ იმუშავებს, აქ მიზანი არ არის განათლების რეფორმა. მიზანია ასევე ის, რომ თბილისს მოარიდონ ახალგაზრდობა, - ამის შესახებ Front News-თან ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერთან ერთად, მოქალაქეებს გადაადგილების თავისუფლებასაც უზღუდავენ.

"ასე ვერც სასკოლო და ვერც უმაღლესი განათლების სისტემა ვერ იმუშავებს, აქ მიზანი არ არის განათლების რეფორმა. გარკვეული პროფესორ-მასწავლებლები აღმოჩნდებიან გარეთ, სამაგიეროდ, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პროფესორები მიიღებენ, ალბათ, 10 ათას ლარს. ხელისუფლება აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ სამეცნიერო წრეებში ადამიანები ხელისუფლებისადმი უარყოფითად და კრიტიკულად არიან განწყობილი, ისინი აცნობიერებენ საით მიაქანებს "ქართული ოცნება" ხელისუფლებას.

მიზანია ასევე ის, რომ თბილისს მოარიდონ ახალგაზრდობა, რომ პროტესტში ვერ მიიღონ მონაწილეობა. ეს რა თქმა უნდა, დამატებით პრობლემას ქმნის, მაშინ კონკრეტულ ადგილებზე უნდა ნახონ ფაკულტეტისთვის შესაბამისი სპეციალისტები სხვადასხვა რეგიონში.

რაც შეეხება სკოლებს, თვითონ კობახიძე არც მალავს, რომ ახალგაზრდები საზღვარგარეთ ვერ წავლენ. უზღუდავენ მოსწავლეს საზღვარგარეთ წასვლას. რეალობა ისაა, რომ რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბევრი ადამიანი წავიდა ევროპაში და რომ ჩამოვიდა, მერე აქ არ მოეწონა ვითარება და პრეტენზიები გაუჩნდა ჩვენ მიმართო. საბჭოთა კავშირშიც ასე იყო. სასწავლო პროგრამები, ფაქტობრივად, გამორიცხული იყო, ჩაკეტილი იყო ქვეყანა, რომ საბჭოთა კავშირიდან არ გასულიყვნენ ადამიანები. საბჭოთა კავშირის დრო მოდის, მართლა.

ვინც "ოცნებას" უჭერს მხარს, მათაც ხომ შეექმნებათ პრობლემა თუ ბავშვს საზღვარგარეთ ვერ გაუშვებენ?! ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში ერთ-ერთი უფლება არის გადაადგილების თავისუფლება და ამ უფლებას ზღუდავენ, ყველანაირი ფაქტორს ქმნიან, რომ ადამიანმა არ დატოვოს ქვეყანა. მე ახლა კითხვა მაქვს საზოგადოებასთან, რომელიც ამ ყველაფრის მიმართ ნეიტრალურადაა განწყობილი, ან "ოცნებას" მაინც უჭერს მხარს. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ პრობლემა ქართველ ერშია, მე ასე მგონია", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება უნდა იყოს 10 ათასი ლარი, რასაც უნდა დაემატოს ჰონორარები, რასაც პროფესორები მიიღებენ სხვადასხვა საქმიანობისთვის.

მისი თქმით, ყველა მიმართულებას უნდა ჰყავდეს ერთი ლიდერი, ერთი ხელმძღვანელი, ერთი სრული პროფესორი, რომელთან ერთადაც იმუშავებს 2-3 ასოცირებული პროფესორი და 10-ზე მეტი ასისტენტ-პროფესორი. ასევე, მისი თქმით, სასკოლო სწავლების ხანგრძლივობა 11 კლასამდე იქნება.

Advertisement