Logo

ნიკა ჩიტაძე - როდესაც საქართველო აძლიერებს თანამშრომლობას ირანთან და ჩინეთთან, ისინი ასეთ დროს რუსეთის ინტერესებს უფრო ითვალისწინებენ

პოლიტიკა
150
Frontnews image description

ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ირანმა და ჩინეთმა. აქ უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც საქართველო აძლიერებს თანამშრომლობას ირანთან და ჩინეთთან, ისინი ასეთ დროს რუსეთის ინტერესებს და პოზიციას უფრო ითვალისწინებენ, - ამის შესახებ Front News-სთან ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის პარალელურად, სამწუხაროა ის, რომ ამ რეზოლუციას ვალდებულებითი ფუნქცია არ გააჩნია.

"გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ასევე, მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ მსოფლიოს უამრავმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას მხარი და ეს ტრადიცია გრძელდება, რომ სხვადასხვა ქვეყნების უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს პოზიციას, უბრალოდ, სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ამ რეზოლუციას გააჩნია სარეკომენდაციო და არა სავალდებულო ხასიათი და ქვეყნებს მორალურ პასუხისმგებლობას ანიჭებს.

აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ირანმა და ჩინეთმა. აქ უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც საქართველო აძლიერებს თანამშრომლობას ირანთან და ჩინეთთან, ისინი ასეთ დროს რუსეთის ინტერესებს და პოზიციას უფრო ითვალისწინებენ, ვიდრე საქართველოსას", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

საქართველოს რეზოლუციას 2026 წლის სესიაზე 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ხმის მიცემისგან 55-მა სახელმწიფომ შეიკავა თავი, მათ შორის, ჩინეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ირანმა, საუდის არაბეთმა, შვეიცარიამ, ისრაელმა. 8 ქვეყანამ კი ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა - რუსეთი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ნიკარაგუა, სუდანი, ეკვატორული გვინეა, ბელარუსი, ბურუნდი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები