ნიკა გვარამია – “რუსთავი 2” ამ ქვეყანაში აღარ განმეორდება, დავიცავთ ამჯერად უკვე “ფორმულას” ყველა ერთად

ავტორი
Front News საქართველო
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თავდაცვის სამინისტროს მიერ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ცდილობს, ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღმდეგ ისეთივე სქემით იმოქმედოს, როგორც ეს “რუსთავი 2”-ის შემთხვევაში გააკეთა, მათ შორის წილებზე ყადაღის დადებით და კომპანიაში დროებითი მმართველის დანიშვნით.
“სრულიად ნათელი გახდა, რატომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლომ. წარმოუდგენელ სამართლებრივ ვითარებაში. ახლა შეტანილი სარჩელი 5 მილიონის ოდენობით, მიზნად ისახავს ზუსტად იმავე სქემის დატრიალებას, რაც მოხდა “რუსთავი 2”-ში თავის დროზე – ყადაღის დადებას წილებზე, შესაძლოა, დროებითი მმართველი შეშვებას ფორმულაში და ასე შემდეგ. კარგად იცოდეს ყველამ, “რუსთავი 2” ამ ქვეყანაში აღარ განმეორდება, გამორიცხულია. დავიცავთ ამჯერად უკვე “ფორმულას” ყველა ერთად”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. უწყება “დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის” ანაზღაურებას ითხოვს.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


