Logo

ნიკა გვარამია - საპროტესტო კამპანიაზე სიარული სოფლებში და ხალხის დარწმუნება, რომ ჩამოდით თბილისში აქციაზე, არის აბსურდი და დროის ხარჯვა

პოლიტიკა
244
Frontnews image description

საპროტესტო კამპანიაზე სიარული სოფლებში და ხალხის დარწმუნება, რომ ჩამოდით თბილისში აქციაზე, არის აბსურდი და დროის ხარჯვა. ჩვენ არ ვართ მთავრობაში, რომ ვერტმფრენით ჩავფრინდეთ შორ სოფლებში, - ამის შესახებ ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, უკვე სასაცილო გახდა ყველა პრობლემის დროს იმის მოსმენა, რომ სოფლებში უნდა გავიდეს ოპოზიცია.

"არავის არ ჰქონია იმის იმედი, რომ მარტივი იქნებოდა ჩვენი თანაცხოვრება, არ იქნება ეს მარტივი, არც აქამდე ყოფილა, მაგრამ არაა ჩვენი სავალი გზები მარტივი, მაგრამ ისეთ ვითარებაში ვართ, რომ ნებისმიერი სირთულე და გამოწვევა უნდა დავძლიოთ.

რატომ გვგონია, რომ პანაცეა არის სოფელ-სოფელ სიარული?! მთავარი არის მოლოდინების მართვა - რისი მოლოდინი გვაქვს და რა ამოცანის ამოხსნას ეფუძნება ის, რაზეც ვლაპარაკობთ. თუ ჩვენ გვგგონია, რომ ამით რაიმე საბოლოო ამოხსნას დავდებთ ნებისმიერი ამოცანის, ეს არის ტყუილი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. უკვე სასაცილო გახდა ყველა პრობლემის დროს იმის მოსმენა, რომ გადით რეგიონებში. ჯერ ერთი, ტყუილია, რომ რეგიონებში ოპოზიცია არ დადის, ტყუილია, მეორე - საქართველოში არ არის წინასაარჩევნო კამპანია, არის საპროტესტო კამპანია. საპროტესტო კამპანიაზე სიარული სოფლებში და ხალხის დარწმუნება, რომ ჩამოდით თბილისში აქციაზე, არის აბსურდი, არის ისედაც ძალიან ცოტა დროის და ისედაც მწირი რესურსის ხარჯვა. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს ფული არ ჯდება. ჩვენ არ ვართ მთავრობაში, რომ ვერტმფრენით ჩავფრინდეთ შორ სოფლებში, ჩვენ არ ვართ მდიდარი ოპოზიცია, რომ უზარმაზარი კოლონებით ვიაროთ, ამისი ფულიც კი არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შედეგზე ორიენტირებული ქმედებები. ჩემთვის პირადად, აბსოლუტურად ცალსახაა, რომ თბილისში ხალხის ჩამოყვანას ჯობია, რომ იყოს აქციები ადგილებზე, ამაზე მუშაობა დაწყებულია და აქტიურ ფაზაში გადავა მომავალ კვირაში", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები