Logo

ნიკა გვარამია - საუბრის რესურსს ყოველთვის ვხედავ, მაგრამ კი არ უნდა ეხვეწო ამას ბიძინა ივანიშვილს, მან უნდა გვთხოვოს ეს

პოლიტიკა
235
Frontnews image description

მე საუბრის რესურსს ყოველთვის ვხედავ, მაგრამ კი არ უნდა ეხვეწო ამას ბიძინა ივანიშვილს, არამედ მან უნდა გვთხოვოს ეს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან საფრთხილოა ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით იმ ვითარებაში,  როცა მოწინააღმდეგე ისეთივე რუსია, როგორიც შენი მოწინააღმდეგე ქვეყნის - რუსეთის პოლიტიკოსი.

"ქართული ოცნება" ძალის პოზიციიდან თუ ალაპარაკე, არაფერი არ გამოვა, შენ უნდა იყო ძალის პოზიციაში და ისე ელაპარაკო. მე არ ვარ იმ აზრზე, რომ ლაპარაკი არ შეიძლება, მე ლაპარაკის სივრცეს ყოველთვის ვხედავ იმიტომ, რომ მე ზუსტად ვიცი ერთი რამ - ამ ქვეყანაში ძალიან საფრთხილოა ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით იმ ვითარებაში,  როცა შენი მოწინააღმდეგე ისეთივე რუსია, როგორიც შენი მოწინააღმდეგე ქვეყნის - რუსეთის პოლიტიკოსი, რომელმაც შეიძლება შენი დაბნეულობა, ან ნაჩქარევი ნაბიჯი შენსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. მე საუბრის რესურსს ყოველთვის ვხედავ, მაგრამ კი არ უნდა ეხვეწო ამას ბიძინა ივანიშვილს, არამედ მან უნდა გვთხოვოს ეს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები