Logo

ნიკა გვარამია - "შარლ მიშელი 2" არ იქნება და იქნება მხოლოდ მკაფიო მოლაპარაკებები ქვეყნის ბედზე

პოლიტიკა
381
Frontnews image description

არავითარი მოწოდებები არ ყოფილა. ჩვენ ხაზგასმულად ვამბობთ ყველა ასეთი შეხვედრის დროს, რომ „შარლ მიშელი 2“ არ იქნება და იქნება მხოლოდ მკაფიო მოლაპარაკებები ქვეყნის ბედზე, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.

"ვუთხარით, რომ ჩვენ ველოდებით, ამ ინფორმაციების გაცვლისთვის ახლა თქვენ რომ გელაპარაკებით, შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღგვიძრანო. ეს არ არის მკითხაობა და უბრალოდ მოსაზრება, ასეთი სისხლის სამართლის საქმეები გვაქვს იმ ოთახში ვინც ვისხედით იმ ადამიანებს და ახლა ვინც შევიდა იმ ადამიანებსაც, ე.წ. საბოტაჟის საქმეში. ამიტომ სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე ტიპის მოლაპარაკების ფორმატი შეიძლება შედგეს, უბრალოდ შეუძლებელია. შეუძლებელია იქამდე, სანამ პრობლემები, რომელიც მათ დაახვავეს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მერე ვითომ ეს დათმონ და მიიღონ რაღაც სანაცვლოდ... ხელისუფლებაში სამუდამო ყოფნის ნებისმიერი კანონი, ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიღებული აქვს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე ყოველგვარი დათქმის გარეშე განულებული არ იქნება, მანამდე საუბარიც კი არ არის იმაზე, რომ რაიმე ტიპის ფორმატი შედგეს და ვერც იქნება.

როცა მეგობრები ციხეში გვყავს და არამხოლოდ მეგობრები, პირადი და პოლიტიკური, არამედ უამრავი ადამიანი, ვინც პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევა ჩემ მიერ, რა უფლება გვაქვს საერთოდ ვინმეს რამეზე ველაპარაკოთ, ან ვის აქვს უფლება რომ ჩვენ ეს მოგვიწოდოს. არავითარი მოწოდებები არ ყოფილა. ჩვენ ხაზგასმულად ვამბობთ ყველა ასეთი შეხვედრის დროს, რომ „შარლ მიშელი 2“ არ იქნება და იქნება მხოლოდ მკაფიო მოლაპარაკებები ქვეყნის ბედზე", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები