ნიკა გვარამია - შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ ამერიკული ინტერესი მხოლოდ ეკონომიკური ინტერესია ამ ქვეყანაში, ასე არ არის და ვერც იქნება

ავტორი
Front News საქართველო
შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ ამერიკული ინტერესი მხოლოდ ეკონომიკური ინტერესია ამ ქვეყანაში, ასე არ არის და ვერც იქნება. პირველ რიგში, ეს ინტერესი განისაზღვრება ქართველი ხალხის პოზიციით, რომელიც თავსებადი არ არის „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ პოლიტიკასთან, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ვიზიტზე ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ კარგად ესმით ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს ყველაფერი.
“შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ ამერიკული ინტერესი მხოლოდ ეკონომიკური ინტერესია ამ ქვეყანაში, ასე არ არის და ვერც იქნება. პირველ რიგში, ეს ინტერესი განისაზღვრება ქართველი ხალხის პოზიციით, რომელიც თავსებადი არ არის „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ პოლიტიკასთან. შეუძლებელია გატარდეს დასავლური პოლიტიკური, ეკონომიკური ინტერესი იქ, სადაც რუსული ნება ხორციელდება იმიტომ, რომ რუსეთს ეს არ უნდა, შესაბამისად, ეს ბიძინა ივანიშვილსაც არ უნდა, ის ამას ეწინააღმდეგება, ეს მისი დავალებაა, ჩემი აზრით. ამ ვიზიტზე ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ კარგად ესმით ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს ეს ამბავი. ამიტომ, როცა საუბარი მიდის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, ეს არის ჩვენი მთავარი ინტერესი, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტების და პოლიტიკური აქტორების, მაგრამ იმ წინაპირობების გარეშე, რაც დემოკრატიის მთავარ საბაზისო პრინციპებს გულისხმობს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ნებისმიერი ეკონომიკური პროექტიც. ქვეყანაში, სადაც ელემენტარულად სასამართლო არ არის, სადაც პოლიტიკური დესტაბილიზაციაა ხელისუფლების მიერ მართული, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების მძევლად აყვანის მეშვეობით, უბრალოდ, არცერთი ინვესტორი არ შემოვა, მით უმეტეს ამერიკელი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ოპოზიციის ალიანსის წევრები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდნენ.
თაგები:
ნიკა გვარამია




