Logo

ნიკა გვარამია - ვერაფერს ვიტყვი იმაზე, რაც უბრალოდ არ ვიცი, რას ეხება

პოლიტიკა
126
Frontnews image description

არაფერი მაქვს სათქმელი, იმიტომ რომ არაფერი არ არის. ვიღაც პოლიციელი ამბობს, რომ სადღაც ვიდექი, რუსთაველზე ვიდექი, როგორც ჩანს, ეს არის დანაშაული, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეში არავის წინააღმდეგ არ დევს მტკიცებულება. 

"არაფერი მაქვს სათქმელი, იმიტომ რომ არაფერი არ არის, ჩემზე კი არა, მე საერთოდ, მართალი გითხრათ, ფიგურანტები ვინც არიან ამ საქმეში პრაქტიკულად, არავისზე არაფერი არ არის, მესამე პირების ჩხრეკის ოქმებია, მათ შორის, ჩემი მეგობრებისაც, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. მე ვერაფერს ვიტყვი იმაზე, რაც უბრალოდ არ ვიცი, რას ეხება. უნიკალურია ეს საქმე ჩემთვისაც კი იმით, რომ უბრალოდ დადანაშაულებულიც კი არ ვარ არაფერში, მხოლოდ ბრალი მაქვს წაყენებული.

არ ვიცი, რა ქმედებაში მედება ბრალი, მუხლი ვიცი, მაგრამ ქმედება არ ვიცი. ვიღაც პოლიციელი ამბობს, რომ სადღაც ვიდექი, რუსთაველზე ვიდექი, როგორც ჩანს, ეს არის დანაშაული. კი, 26 მაისს რუსთაველზე ვიდგები ასევე", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გენერალურმა პროკურატურამ გასული წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე) მუხლებით.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები