Logo

ნიკა გვარამია - ვიწყებთ კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით "საქართველო იმსახურებს უკეთესს"

პოლიტიკა
83
Frontnews image description

ვიწყებთ კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით – "საქართველო იმსახურებს უკეთესს“, – ამის შესახებ "ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ პარლამენტთან აქციაზე განაცხადა.

გვარამიას თქმით, ეს კამპანია ახალი, დემოკრატიული არჩევნებით უნდა დასრულდეს.

"მე მინდა თბილისიდან ერევანში მივესალმო მარკო რუბიოს თქვენთან ერთად ტელეფონების ანთებით. საქართველო იმსახურებს ყველა ჩვენს მეგობარს თბილისში, შავიზღვისპირეთის მთავარ ქალაქში. ვესალმებით მარკო რუბიოს, აშშ-ს, ევროკავშირს, ჩვენს დიდ ბრიტანელ ძმებს, ყველას ვისაც უყვარს საქართველო და ვინც გვიყვარს ქართველებს.

ვიწყებთ კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით, "საქართველო იმსახურებს უკეთესს", ეს კამპანია უნდა დავამთავროთ ახალი დემოკრატიული არჩევნებით და სანაგვეზე უნდა გავუშვათ ბიძინა ივანიშვილი და მისი სამარცხვინო ანტიქართული რეჟიმი.

დიახ, საქართველო იმსახურებს უკეთესს. მინდა, მივესალმო ამ მიტინგის უხილავ დამსწრეებს, ქართველ პოლიტპატიმრებს, ყველას უკლებლივ – 2023-ში დაპატიმრებულებს, 2024-ში დაპატიმრებულს, 2025-ში დაპატიმრებულებს, 4 ოქტომბერს, ყველას, ვინ პატრიოტია და საქართველოს გამო იხდის უსამართლო სასჯელს. მინდა, მივესალმო ამ მიტინგის უხილავ დამსწრეებს, ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც დიახ, აქ დგანან ახლა და რომლებიც უკვე ხილულად იდგებიან, როცა ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში არ იქნება. და ბოლოს, მინდა, მოგესალმოთ თქვენ, ამ ქვეყნის მომავალს, ამ ქვეყნის საუკეთესო შვილებს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

თბილისში დღეს "ოპოზიციის ალიანსის" ორგანიზებით საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, რომელიც პარლამენტთან დასრულდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები