ნიკა კაცია თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა


ავტორი
Front News საქართველო
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკა კაცია თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ. მოწმეები ბრალდებული ნიკა კაციას ძმა და დედა იყვნენ.
ბრალდებულმა ნიკა კაციამ დღეს სიტყვის უფლებით ისარგებლა. მან ლექსო ლაშქარავას დაღუპვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის რეჟიმის მსხვერპლია, ასევე, სოლიდარობა გამოუცხადა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა ჯიქიასაც, რომელსაც 4 წელი და 6 თვე მიუსაჯეს.
"პირველ რიგში, სოლიდარობა საბა ჯიქიას. რეჟიმი ვერ დააბნელებს სინათლეს. არ ვიცი, გუშინ მშვიდად გეძინათ თუ არა იმ განაჩენის გამო, რომელიც საბას გამოუტანეთ. ასევე, აუცილებლად მინდა შევეხო იმ თემას, რომელიც ჩემს კოლეგებს ეხებათ - 4 წელი გავიდა ჩემი კოლეგა, ჩემი კურსელი ლექსოს სიკვდილიდან, რომელიც მოკლა რეჟიმმა. ასევე სამძიმარი მინდა გამოვუცხადო ონისეს ოჯახს, ძალიან დამთრგუნა მამამისის გარდაცვალებამ", - განაცხადა ნიკა კაციამ.
ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
ნიკა კაცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს