Logo

ნიკა მელია - 11 ადამიანი იყო სამარშრუტო ფურგონში, სადაც ძალის გამოყენებით მომათავსეს, არანაირი ნიშანი არ ჰქონდათ, რომ იყვნენ პოლიციელები

პოლიტიკა
4 დღის წინ / 15:40
279
Frontnews image description

ვინც გამიტაცა, არანაირი ნიშანი არ ჰქონდათ, რომ იყვნენ პოლიციელები.  აგრესიული ძალის გამოყენებით წამიყვანეს, მობილური წამართვეს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან მოსამართლეს მიმართა, რომ აღნიშნული სპეცოპერაციის მიზნის შესახებ იცის მხოლოდ მურუსიძემ და ამ ოპერაციის შემკვეთებმა.

"საზოგადოებამ მინდა იცოდეს, საღამოს 9 საათზე ორი მანქანით გადავადგილდებოდი ლისის ტბის მიმდებარედ, 9 საათზე იყო გადაცემა "ორ ცეცხლს" შუა. მივდიოდი ამ გადაცემაში, სადაც მოხდა ჩემი გატაცება და არა დაკავება. ე.წ. პატრულმა გაგვაჩერა, რომელიც იყო ანერვიულებული, მძღოლს სთხოვა მართვის მოწმობა, ცხადი იყო ის, რომ ყველაფერი აინტერესებდა, გარდა მართვის მოწმობისა, ამ დროს ე.წ. რაციაში ხმა გაისმა - ობიექტი თუ იჯდა მანქანაში. გასაგები იყო, რაც ხდებოდა. არსაიდან 11 ადამიანი იყო სამარშრუტო ფურგონში, სადაც ძალის გამოყენებით მომათავსეს.  მძღოლის ჩათვლით იყვნენ 11. ვინც გამიტაცა, არანაირი ნიშანი არ ჰქონდათ, რომ იყვნენ პოლიციელები.  როცა აკავებ პირს, უნდა განუმარტო. მოხდა გატაცება ძალის გამოყენებით. აგრესიული ძალის გამოყენებით წამიყვანეს, მობილური წამართვეს, მერე კოდის გახსნას ცდილობდნენ რომ სახეზე მოედოთ, მაგრამ ბნელ სამარშრუტო ფურგონში ეს ვერ მოხერხდა. ეს იყო ფურგონი საგანგებო ფარდებით, არაფერი არ ჩანდა.

არავინ არ ვიცით, რატომ მოხდა ეს. ალბათ, თქვენ, მურუსიძემ და იმან იცის, ვინც დაგეგმა. ჩემს მანქანაში იყო ვიდეოჩამწერი, გატაცებულია ახლა და გატეხილია ის. დაამტვრიეს. 

არ გაქვთ შეკითხვები, როგორ აღმოვჩნდი აქ?! ინტერაქციაც კი არ მქონია, რა ადმინისტრაციული. რა იცით ამასთან დაკავშირებით. თავს დამნაშავედ არ ვცნობ, რა თქმა უნდა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement