ნიკა მელია – ამ ქვეყანაში ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ცვლილებების მოლოდინშია


ავტორი
Front News საქართველო
ვფიქრობ, ამ ქვეყანაში ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი არის ცვლილებების მოლოდინში, ყველა ადამიანი, ვისაც არ შეეხო ბაცილა ძალადობისა და შანტაჟის, 2 ოქტომბერს ხმას მისცემს ცვლილებებს – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ოპოზიციური პარტიების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მელიას თქმით, წელს ოპოზიციას გამარჯვებას განაპირობებს ის ფაქტიც, რომ ოპოზიციური პარტიები კოორდინირებულად მოქმედებენ.
“ვფიქრობ, ამ ქვეყანაში ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი არის ცვლილებების მოლოდინში. იმიტომ, რომ ცვლილებების მოთხოვნაა საზოგადოებაში. შარშანდელი არჩევნებიდან ოპოზიციამ ბევრი რამ გაითვალისწინა, წელს ჩვენ მოვახერხეთ თანამშრომლობა, შარშან ოპოზიციური პარტიები ვებრძოდით ერთმანეთს და ასე გვინდოდა ხელისუფლების დამარცხება.
ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას მრავალფეროვნებას, ჩვენ არ ვეუბნებით საზოგადოებას, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უნდა ჩანაცვლდეს ერთი პარტიით. თუ ჩვენ მართლა გვინდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები თავის მოვალეობას ასრულებდეს, მარტივი გამოსავალია კოალიციური მთავრობა და საზოგადოება მზადაა ამ ცვლილებისათვის.
ყველა ადამიანი, ვისაც არ შეეხო ბაცილა ძალადობისა და შანტაჟის, 2 ოქტომბერს ხმას მისცემს ცვლილებებს”- განაცხადა მელიამ საზოგადოებრიბვი მაუწყებლის კითხვის პასუხად.
მისი თქმით, არ შურს “ქართული ოცნების” წევრების.
“უფასო სასადილოებში ბენეფიციარებს პირადობის მოწმობებს რომ ართმევენ და აშანტაჟებენ, რომ არჩევნებზე არ წახვიდეთო, მსგავსი მეთოდებით ისინი წინ ვერ წავლენ, ეს ქვეყანა ვერ გადაიქცევა ლუკაშენკოს ბელარუსად, ბიძინა ივანიშვილს ხომ ეს უნდა. არ მშურს “ქართული ოცნების” წარმომადგენლების, მათ ადგილზე არ მსურს ყოფნა. ისინი იძულებულები არიან, თქვან, რომ არცერთ შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნებს არ დავნიშნავთ, ამას იმიტომ ამბობენ, რომ 2 ოქტომბერს ინფრასტრუქტურულად არ ჩამოიშალნონ,” – განაცხადა მელიამ.
ოპოზიციური პარტიის ლიდერები ნიკა მელია, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მედიასაშუალების წარმომადგენლების კითხვებს პირდაპირი ეთერის რეჟიმში პასუხობენ.
თაგები:
ნიკა მელია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს