Logo

ნიკა მელია – აქ ვართ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ

პოლიტიკა
641
Frontnews image description

ყველანი საარჩევნო უბნებზე!  ყველანი იქ, სადაც  საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უნდა დაიწეროს ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩვენი მეშვეობით. ჩვენ უნდა ჩავდოთ წილი ამ ქვეყნის განვითარებაში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, დღეს არჩევანი არის ძალიან ადვილი, ერთი მხარესაა მმართველობა, რომლის სახეა ის სამი ადამიანი, რომელმაც სიხარულით აცნო გუშინ ქვეყანას მესამე პრეზიდენტის დაკავება და მეორე მხარესაა ქვეყნის განვითარება. 

 

“აქ ვართ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ და ვერც ერთი ზონდერი, სუს-თან მჭიდრო კავშირში მყოფი, მოკრიმინალო ელემენტები ამ ქვეყანას მომავალს ვერ წაართმევენ. ხელისუფლება ყოველი ფეხის ნაბიჯზე ტყუის და არაფერი დაეჯერება. ხელისუფლება დგას იმ სამი ადამიანის მმართველობაზე, რომლებმაც გუშინ ბრიფინგი ჩაატარეს და წარმოიდგინეთ იმ სამი ადამიანის სახე, რომელმაც სიხარულით აცნობა ქვეყანას, რომ მათ მიერ უსამართლოდ დევნილი პრეზიდენტი დააკავეს. ამ სამი ადამიანის – ღარიბაშვილის, გომელაურის და ლილუაშვილის მმართველობა, ვისაც არ სურს და სურს კოალიციური მმართველობა, დღეს არჩევანი არის  ძალიან ადვილი. 

 

ნუ ჩათვლით რომ პოლიტიკოსები იმარჯვებენ ამ არჩევნებში, ნუ ჩათვლით რომ პოლოტიკური პარტიები იქნებიან გამარჯვებულები, არა,  ეს ის კენჭისყრაა, რომ ყველას გაუჩნდეს განცდა, რომ მათი თანამონაწილეობა რომ არა, არჩევნებში გამარჯვება იქნებოდა შეუძლებელი”, – განაცხადა მელიამ.  

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement