Logo

ნიკა მელია - არათავსებადია ერთმანეთთან იყო უკომპრომისო ბრძოლაში და ამავე დროს, სერიოზულად განიხილავდე ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას

პოლიტიკა
9 საათის წინ / 11:46
215
Frontnews image description

არათავსებადია ერთმანეთთან იყო უკომპრომისო ბრძოლაში და ამავე დროს, სერიოზულად განიხილავდე 4 თვით ადრე ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 მაისს უნდა გაეცეს ყველა არსებულ კითხვას პასუხი და 31 მარტის შეკრების მსგავსად არ დასრულდეს.

"პოლიტიკური ბუნდოვანების დრო დასრულდა და პოლიტიკური მკაფიოობის დრო დადგა. დადგა დრო, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისა, კერძოდ - რას ვაკეთებთ, შევდივართ თუ არა ფარსში სახელად ადგილობრივი არჩევნები. ჩემი პასუხია, რომ მე არასდროს მითქვამს უარი არჩევნებზე, არჩევნები გააუქმა "ქართულმა ოცნებამ" და შენ ვერ შეხვალ იქ, რაც არ არსებობს.  შესვლით არალეგიტიმურის ლეგიტიმაციაა და არა უბრალოდ ძალიან ცუდი ხარისხის ჩატარებული არჩევნები.

მნიშვნელოვანია ამ კითხვას პასუხი გაეცეს, ვინაიდან გაყალბებული არჩევნების შემდეგ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გადავწყვიტეთ და შევედით ბოიკოტში, რითაც ხალხი დარწმუნდა, რომ ბრძოლა ღირს ბოლომდე. ეს ბრძოლა მიმდინარეობს, გვყავს პოლიტიკური პატიმრები და ახლა ეს ხალხი გვეკითხება - რას ვაპირებთ ამ თვალსაზრისით და მე დიდი იმედი მაქვს, რომ 26 მაისს ყველა პოლიტიკური სუბიექტი თუ ცალკეული ადამიანი, ვინც ვალდებულია, საზოგადოების წინაშე კითხვაზე პასუხი გასცეს, ამით არ დაემსგავსება 26 მაისი 31 მარტს, ვინაიდან ძალიან მჯერა, რომ არათავსებადია ერთმანეთთან იყო უკომპრომისო ბრძოლაში და ამავე დროს, სერიოზულად განიხილავდე 4 თვით ადრე ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას.

ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ 31 მარტის მსგავსად ეს შეხვედრა არ დასრულდება და მკაფიო პასუხები იქნება გაცემული",  - განაცხადა ნიკა მელიამ.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement