Logo

“ნიკა მელია არის ოპოზიციური პარტიების მომავალი ამ ქვეყანაში და მისი აზრი ძალზედ მნიშვნელოვანია”

საზოგადოება
507
Frontnews image description

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი თამარ კორძაია ხვდება. 

როგორც კორძაიამ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, განიხილავენ ციხიდან გამოსვლის, პარლამენტში შესვლისა და სამომავლო მოქმედებების გეგმას.

"ნიკა მელია უკვე უნდა იყოს გარეთ, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ არდადეგები გამოაცხადოს, არ იმუშაოს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უნდა შევიდე, ვისაუბრო ყველაფერზე, მისი აზრი მოვისმინო, როგორ ხედავს საკუთარ თავს ციხის გარეთ, როგორ გეგმავს მომავალს, იმიტომ, რომ ნიკა მელია არის ოპოზიციური პარტიების მომავალი ამ ქვეყანაში და მისი აზრი ძალზედ მნიშვნელოვანია", – განაცხადა თამარ კორძაიამ.

თაგები:

Advertisement