Logo

ნიკა მელია – დედა მოუკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან უარი თქვა პოლიტიკურ პროცესებზე ჩართულობაზე

პოლიტიკა
1288
Frontnews image description

ბაჩანა შენგელიას ადგილზე თავი რომ წარმომიდგენია, შემშინებია. დედა მოუკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან უარი თქვა პოლიტიკურ პროცესებზე ჩართულობაზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, ოპოზიური პარტიების ერთობლივ შემაჯამებელ ბრიფინგზე ექსპრემიერის გიორგი გახარიასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა

 

მისი მთქმით, გიორგი გახარიამ 2 უმძიმესი შეცდომა დაუშვა, რაც არის 20 ივნისი და ბაჩანა შენგელიას დედის ია კერზაიას გარდაცვალება. 

 

მელიას თქმით, თუ ის ამ საკითხებზე ღიად ისაუბრებს, მაშინ შესაძლებელი იქნება მასთან დაკავშირებული პოზიციის გადახედვა.

 

“ბაჩანა შენგელიას ადგილზე თავი რომ წარმომიდგენია, შემშინებია. დედა მოუკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან უარი თქვა პოლიტიკურ პროცესებზე ჩართულობაზე. მან სიცოცხლეშივე მოასწრო მაშინ  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სთვის ინტერვიუს მიცემა და თქვა რამხელა ზეწოლა ჰქონდა და დადასტურებულად გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ყველაფერში ჩართული იყო ბატონი გახარიაც, და 20 ივნისს რაც მოხდა, მე არც მესმის, ის ამ ყველაფერს ამართლებს და არა პირიქით.

 

როგორ შეიძლება, მე მქონდეს ამ პიროვნებასთან პოლიტიკური ურთიერთობის შესაძლებლობაც პოტენციურად მომავალში, სანამ ეს ადამიანი არ იტყვის სიმართლეს. თუკი ეს ადამიანი მოიკრებს ძალას და იტყვის სიმართლეს, ამის შემდეგ ბევრმა ადამიანმა შეიძლება, შეიცვალოს პოზიცია მასთან დაკავშირებით. მასზეა დამოკიდებული საზოგადოება რას იფიქრებს”,- განაცხადა მელიამ.  

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement