Logo

ნიკა მელია - იქ 50 პოლიციელი იყო, მაგრამ აქ მხოლოდ ორი მოვა

პოლიტიკა
181
Frontnews image description

გადაწყვიტეს, რაღა ხვალინდელ განაჩენს დაველოდოთ, მოდი, ლისზე მოვიტაცოთო, იქ 50 პოლიციელი იყო, მაგრამ აქ მხოლოდ ორი პოლიციელი მოვა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

"რა მოხდა სინამდვილეში - წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობა, რომელიც „დამოკლეს მახვილივით“ დაგვკიდეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მაშინ საჯაროდ ვთქვი, რომ არ ვაპირებ მისვლას კომისიაზე. ამის მერე იფიქრეს, რომ ვაი თუ მელია ისევ გამოიკეტა ოფისში და დაგვჭირდება სპეცოპერაციის ჩატარებაო. ამ მოულოდნელი მძიმე ეფექტის თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტეს, რაღა ხვალინდელ განაჩენს დაველოდოთ, მოდი, ლისზე მოვიტაცოთო. იქ 50 პოლიციელი იყო, მაგრამ აქ მხოლოდ ორი პოლიციელი მოვა. ეს არის მიზეზი ყველაფრის და თქვენ ამაში დარწმუნდებით", - განაცხადა ნიკა მელიამ.  

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ლისის ტბის ტერიტორიაზე ნიკა მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმე განიხილება. პროცესს თავად ნიკა მელიაც ესწრება.

ნიკა მელია 25 მაისს დააკავეს.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement