Logo

“ნიკა მელია იმედოვნებს, რომ ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რათა ამნისტიის კანონპროექტში მოძალადეები არ მოხვდნენ”

საზოგადოება
976
Frontnews image description

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, რომ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ნიკა მელიას პოზიცია უცვლელია.

"ნიკა მელიას პოზიცია არის უცვლელი. ერთადერთი, იგი ძალიან განიცდის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების ნაცვლად, ვინაიდან აქვს მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" იმდაგვარ ამნისტიის კანონს დააინიცირებს, რომელზეც ძალიან ძნელი იქნება დათანხმება და ფაქტობრივად ამით შეეცდებიან ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების დისკრედიტირებას. თუმცაღა იგი იმედოვნებს, რომ ოპოზიციური პარტიები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამნისტიის კანონპროექტში არ მოხვდნენ მოძალადეები და არ მოხდეს აღნიშნული კანონით მოძალადეების ინდულგენცია. ეს არის ნიკა პოზიცია ურყევი", – განაცხადა კონდახაშვილმა. 

კონდახაშვილი ნიკა მელიას საპატიმროში დღეს შეხვდა.

 

თაგები:

Advertisement