ნიკა მელია – თბილისსა და რეგიონებში ოპოზიცია იმარჯვებს

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით თბილისსა და რეგიონებში ოპოზიცია იმარჯვებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მთავარია ამომრჩეველი მივიდეს და გაზარდოს სხვაობა ქართველ ხალხსა და “ქართულ ოცნებას” შორის.
“ახლა მთავარია ყველა დარჩენილ საათებში მივიდეთ და გავზრდოთ ეს სხვაობა ქართველ ხალხსა და “ქართულ ოცნებას” შორის და კიდევ უფრო მკაფიო გავხადოთ ქართველი ხალხის პასუხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “ქართულ ოცნებას” არ მიეცეს შესაძლებლობა მანიპულაციების საშუალებით რაიმე სახის გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე”, – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, 2 ოქტომბერი იქნება საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღი.
თაგები:
ნიკა მელია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


