ნიკა მელია – თვითმფრინავი, რომელშიც ჩაჯდება, თბილისის აეროპორტში ან დაჯდება ან არა, სადაც უნდათ, იქ დასვამენ


ავტორი
Front News საქართველო
ყველამ ვიცით, რომ თვითმფრინავი, რომელშიც ჩაჯდება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ან დაჯდება, ან არ დაჯდება. სადაც უნდათ, იქ დასვამენ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი საქართველოში საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად მოდის.
“ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მე არ მივისწრაფი თანამდებობისკენ. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მინდა იქ ყოფნა, თუნდაც ციხეში ვიყო, აღარ ვაპირებ დევნილობაში ყოფნას. და ვიცით რა, მომავალი ხელისუფლება ყველა შემთხვევაში იქნება კოალიციური.
არც ერთ შემთხვევაში ქვეყანას მომავალი არ ექნება, თუ ერთი ერთპარტიული მმართველობა უნდა ჩანაცვლდეს მეორე ერთპარტიული მმართველობით.
ადამიანი საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად მოდის და ყველამ ვიცით, რომ თვითმფრინავში, რომელშიც ჩაჯდება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ან დაჯდება, ან არ დაჯდება. სადაც უნდათ, იქ დასვამენ. ადამიანმა გადასდო თავი და თქვა, რომ აღარ მინდა აქ ყოფნა, დევნილობაში და მირჩევნია ციხეშიც კი ვიყო”, – განაცხადა მელიამ “ტვ პირველის” გადაცემაში “რეაქცია”.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს