Logo

ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა

Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

იქამდე 6 საათის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს მელიას ადვოკატებმა  მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილების შესახებ შუამდგომლობა დააყენეს, რაც არ დაკმაყოფილდა.

მათი თქმით, მედიაში გავრცელდა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიმდებარედ სპეცრაზმის მზადების კადრები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდება გადაწყვეტილია. 

პროკურატურამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

თაგები:

Advertisement