“ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებით “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა უკან”


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ იმ ქვეყანაში ვართ, სადაც პოლიტიკოსები წყვეტენ ვინ და როდის უნდა დაიჭირონ, ნოტარიუსად ქცეული სასამართლო კი აფორმებს ამ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს მიერ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ პოლიტიკურად მართული მართლმსაჯულება – "ოცნების" სასამართლო და პროკურატურა.
ჩვენ იმ ქვეყანაში ვართ, სადაც პოლიტიკოსები წყვეტენ ვინ და როდის უნდა დაიჭირონ, ნოტარიუსად ქცეული სასამართლო კი აფორმებს ამ გადაწყვეტილებებს.
"ქართულ ოცნებას" არ უნდა ქვეყანაში სტაბილურობა, მას არ უნდა ოპოზიცია პარლამენტში, მას სჭირდება პოლარიზება, რათა თავისი მმართველობის კრახი გადააბრალოს სხვას, ამ შემთხვევაში ოპოზიციას. დღევანდელი გადაწყვეტილება, ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.
პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზაზე, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებით, "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა უკან. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ კრიზისი გაღრმავდეს.
"ქართულმა ოცნებამ" დღეს უარი განაცხადა ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის მითითებაზე, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება. მმართველი ძალა ყველა ფანჯარას ხურავს", – აცხადებს ხაზარაძე.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს