ნიკა მელიას რუსთავის ციხეში ადვოკატები ხვდებიან


ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას რუსთავის ციხეში ადვოკატები ხვდებიან. ერთ-ერთი ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, რომ ეს მორიგი ვიზიტია და გირაოზე თანხმობა, ან რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერა არ იგეგმება.
"დღეს უნდა შევხვდეთ და დავილაპარაკოთ. რაღაც მოლოდინები იქმნება, აბსოლუტურად გაუგებარი ამ საქმეზე, ამიტომაც დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით, ჩვენ ჩვეულებრივად უნდა შევხდეთ ჩვენს მეგობარს, რომელიც არის უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში, დეტალებზე შეხვედრის შემდგომ", – განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.
ნიკა მელიასთვის ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ამნისტიის კანონპროექტი მიუღებელია, რაც შეეხება გირაოს საკითხს, ის ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ შარლ მიშელის დოკუმენტიდან ამნისტიის კანონპროექტის ინიციატივას გაითხოვენ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს